უამრავი ადამიანია [ჩვენი] შემომწირველი, საქართველოში ბიზნესმენების 90% არის ქართული ოცნების შემომწირველი, იმიტომ, რომ ქართული ოცნება არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ქვეყანაში დაამყარა სიმშვიდე, სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ გვახსოვს წლები როგორ ეპყრობოდნენ ბიზნესმენებს, როგორი დამოკიდებულება იყო მათ მიმართ, პირდაპირი ძარცვა მიმდინარეობდა, ტერორით, ატერორებდნენ, ღამის 2-3 გამოჰყავდათ, აფორმებინებდნენ თავიანთ ბიზნესებს სხვადასხვა ადამიანებზე, ეს დრო ჩვენ საბედნიეროდ ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება ისეთი დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აშანტაჟებენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.