logo
ENG


ღარიბაშვილი: მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
  • 482ნახვები

 დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ თავდაცვის კოდექსს. ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული კანონპროექტი. ეს არის ერთ-ერთი საოცნებო საკითხი ჩემთვის პირადად და ყველასთვის ჩვენთვის. იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, მათში პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას, გაძლიერებას და დამატებით მოტივაციის მიცემას... აღნიშნული კოდექსი დიდი სიახლე იქნება და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში. პირველი, რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება ამის რეფორმირება და მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და მოდით ვაღიაროთ, არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. მინიმუმ იქნება 6 თვიანი პროგრამა, ეს არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სავალდებულო სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.

გაწვევას, რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, განახორციელებს თავდაცვის უწყება და ეს პროცესი დაიწყება იანვრიდან, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. ასევე, გვინდა რეგიონებში ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ გაუადვილდეთ ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება და რომ მოხდეს კომფორტულად რეკრუტირება. ეს პროექტი დაგვიჯდება დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი.

სტუდენტები, 23 წლის ასაკამდე, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში მათ შეეძლება, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ.  წელიწადში დაახლოებით ინტენსიური მომზადების 1 თვიანი პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლის სამხედრო საბრძოლო მომზადების პროგრამას. ანუ იქნება 4 წლიანი პროგრამა, წელიწადში 1 თვე სამხედრო ბაზაზე ინტენსიური მომზადება და სტუდენტობის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, მათ ჩავუთვლით სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოხდილად და მიენიჭება რეზერვის რიგითი სამხედრო წოდება.  

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა