logo
ENG


მარგველაშვილი კადრებზე: ძალადობის ჩვენებით აგრესიის მობილიზაცია ხდება, რუსული პროპაგანდაა
  • 655ნახვები

ჩვენ, საზოგადოებას გვითხრეს, რომ ჩვენ თქვენ გიბედავთ, იმას, რომ უყურეთ ამ წამებას, ეს იყოს თქვენი საღამოს ეთერი, ამას უყურონ თქვენმა შვილებმა, ეს იყოს ნორმალური ქართული საზოგადოებისათვის…

პროპაგანდის თვალით თუ შევხედავთ და საქართველო კლასიკურად მიჰყვება რუსული პროპაგანდის ჩარჩოს. ის, რასაც პუტინი რუსეთის შემთხვევაში აკეთებს  22 წელია და ქართული ოცნება ბოლო რამდენიმე წელია. მთავარია, რომ შენ შეუქმნა შიში შენს აუდიტორიას და შიშის ფონზე მერე მოახდინო მისი აგრესიის მობილიზება. ამ თვალსაზრისით, ძალადობის ჩვენება შიშისა და აგრესიის მობილიზაციისთვისაა პროპაგანდის მიერ გამოყენებული. ეს არის კლასიკური ფორმატი, არ აშენებულა ტოტალიტარული დიქტატორული სახელმწიფო მტრის ხატის გარეშე - შენ აკეთებ მტრის ხატის იდენტიფიცირებას, მერე აბუქებ ამ მტრის ხატს, აშინებ საზოგადოებას და მერე შეშინებული საზოგადოება ცხოვრობს აგრესიითა და შიშით.

 

განაცხადა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა. 

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა