მორიგი პროვოკაცია ბათუმში - სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში - გიორგი კირთაძის ჩართვისას. გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა ქართული ოცნება.
გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი. ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი!
ამბობს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია. უცნობმა პირმა კირთაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ პირდაპირი ჩართვის დროს მიაყენეს. თავს დაესხნენ ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.