logo
ENG


კალაძე სააკაშვილზე: ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანაც, როგორც განუბაჟებელი საქონლის
კახა კალაძე
27 დეკ, 2022 12:13
კალაძე სააკაშვილზე: ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანაც, როგორც განუბაჟებელი საქონლის
  • 420ნახვები

არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი.

საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნებიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია. ყველა დამნაშავე, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

[სააკაშვილის შეწყალება] პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა