logo
ENG


დეგნანი სააკაშვილზე: პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია მისი ჯანმრთელობისთვის
კელი დეგნანი
27 დეკ, 2022 20:01
დეგნანი სააკაშვილზე: პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია მისი ჯანმრთელობისთვის
  • 576ნახვები

ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო. არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში და დიდი ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად. ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რას ამბობს სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმის შესახებ. საქართველოს გაუმართლა, რომ ასეთი გაბედული სახალხო დამცველი ჰყავდა ნინო ლომჯარიას სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები და სწორედ ამ ფაქტების დადგენას ცდილობდა სახალხო დამცველი. ბევრი რამ დგას რისკის წინაშე, ზოგჯერ რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე წინ უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩემი აზრით, მთავრობა აღიარებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ის მზრუნველობა, რაც სჭირდება

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა