logo
ENG


დეკანოიძე ზურაბიშვილზე: ვფიქრობ, ესმის, რომ შეიძლება დავკარგოთ ევროპული მომავალი
  • 437ნახვები

არ ვიცი, არ მიყვარს პოლიტიკური წინასწარმეტყველების გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, თუ ესმის და ალბათ ესმის, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს მომავალი ევროპული, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს. ეს არის ჩემი რწმენით ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც აქვს მას კონსტიტუციურად და ყველაზე საინტერესო ისაა, როგორ უყურებს ის ამ ქვეყნის განვითარებას და მგონი, უყურებს ევროპულ პერსპექტივაში. ამიტომ წინასწარმეტყველებაც რომ არ ვთქვათ, მთავარია გვესმოდეს, რომ საზოგადოება ერთიანია ამ მიმართულებით

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი იწყება.

გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვას პასუხი "გაეცემა, როცა გაეცემა".



ასევე ნახეთ
close დახურვა