logo
ENG


კალაძე: გვაქვს საახალწლო სოფელი, რომელიც ულამაზესია და რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს
კახა კალაძე
30 დეკ, 2022 11:53
კალაძე: გვაქვს საახალწლო სოფელი, რომელიც ულამაზესია და რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს
  • 406ნახვები

მინდა, ადგილობრივი მოსახლეობა, თუ თბილისის სტუმარი მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც გაიმართება ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს, ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, 12-ის ნახევარზე დავიწყებთ გალა-კონცერტს და გეპატიჟებით ყველას, მე პირადად ადგილზე ვიქნები და, რა თქმა უნდა, მექნება შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენთან ერთად შევხვდეთ ახალ, 2023 წელს. გეპატიჟებით მეგობრებო, მობრძანდით, საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი არის ულამაზესი, გვაქვს ასევე საახალწლო სოფელი, რომელიც ულამაზესია და რომელსაც რუსეთთან და რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. უამრავი ჩვენი მოქალაქე იკრიბება საღამოობით, უამრავი პატარა, ახალგაზრდა ერთობა და ძალიან სასიამოვნო განწყობაა და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული სივრცით და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ღონისძიებებს, რომლებიც ყოველდღიურად იმართება

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

28 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მის სასახლესთან "რუსული საახალწლო სოფელია და ამ დაძაბულ პერიოდში, სხვაგან ასე არ იქნებოდა"



ასევე ნახეთ
close დახურვა