logo
ENG


ლუკაშენკოს მილოცვა ილია II-ს: ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში
  • 1116ნახვები

მრავალი წელია დაუღალავად მსახურობთ ძველი და ბრძნული ქრისტიანული იდეების განმტკიცების ველზე, თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება და შენარჩუნება. ჩვენს რთულ დროში, ბევრი ფასეულობა, რომელიც ქრისტეს მცნებებს ეფუძნება, დამახინჯებას განიცდის, თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში, რომელთაგან ათეული ათასი თქვენი ნათლული. თქვენი პირადი მაგალითით შთააგონებთ მორწმუნესა და ურწმუნოს გამოიჩინონ მოწყალება, კეთილი საქმეები და სიყვარული მოყვასის მიმართ. დიდ პატივს ვცემ თქვენს მაღალ მსახურებას. მთელი გულით გისურვებთ დიდ სულიერ და ხორციელ ძალას ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ თქვენი მღვდელმთავრული მისიის შესრულებაში.

 

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს



ასევე ნახეთ
close დახურვა