პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ სამკურნალოდ პოლონეთში გადაგვეყვანა
წერს პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟატა გოშევსკა Twitter-ზე.
პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა ვივა მედში ორჯერ არ შეუშვეს. ის ქართულ ოცნებას მოუწოდებდა, სააკაშვილის მონახულებისა და მისი პოლონეთის კლინიკაში გადაყვანის ნებართვა მიეცათ.