logo
ENG


დავითულიანი იარაღზე: უკრაინიდან რაღაცები საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები აღმოჩნდა ვადაგასული
  • 596ნახვები

უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს, იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა, ეს საიდუმლო კონტრაქტია, დეტალებში ვერავინ ვერ შედის. რაღაცები, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული.

[...] ამ ომის პროცესში, არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადაუცია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.

[...] მოთხოვნა ამ ტონალობით, რა ტონალობითაც ითხოვს, ჩემი აზრით, არც ერთ ეტიკეტში არ ჯდება. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად შეუსაბამოა, უკვე არამეგობრულია ქვეყნის მიმართ, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და რომელსაც არავითარი უსაფრთხოების ქოლგა არ გააჩნია.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. 9 იანვარს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადაცემული ბუკის სისტემების დაბრუნება სთხოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა