logo
ENG


ხაბეიშვილი: ამ არჩევნებით ენმ-მ დაამტკიცა, რომ მისი ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია
  • 590ნახვები

მთლიანობაში ეს გამარჯვება ეკუთვნის უკლებლივ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ჩვენ გულმხურვალე მხარდამჭერებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მარათონში და ასევე, იმ 500 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს და უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში არ გვაძლევს საშუალებას, მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვუშვათ, გავჩერდეთ და ჩვენი საყვარელი სამშობლო დავუთმოთ რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს და მათ რუსულ ოცნებებს. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია.

ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო ენმ-ის დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. 

დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას. ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. დღეს პარტიაში არჩევნები დასრულდა - ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარის პოსტი სწორედ ხაბეიშვილმა დაიკავა.



ასევე ნახეთ
close დახურვა