logo
ENG


გუმბარიძე კეზერაშვილის საქმეზე: საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მივა ფორმულამდე
  • 842ნახვები

სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ კლანის მიერ მართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. აბსურდული იქნებოდა ასე რომ გვეფიქრა, იმიტომ, რომ როდესაც კეზერაშვილის წინააღმდეგ ეს ქონებრივი დავა დაიწყო, მაშინვე უკვე ნათელი იყო, ეს საქმე საით წავიდოდა, იმიტომ, რომ დავით კეზერაშვილის ერთადერთი რეალური ქონება დღეს საქართველოში არის ტელეკომპანია ფორმულა და ერთი სახლი, რომელიც ცხადია, არავითარ 5 მილიონ ევროს არ ეყოფა და არ დააკმაყოფილებს.

საერთოდ, რატომ შევიდოდა ამ პროცესში თავდაცვის სამინისტრო, რომ არა მომზადება ერთგვარი სამართლებრივი ბაზის, ჩარჩოსი, რომელიც ხელისუფლებას მისცემს იმის იურიდიულ საშუალებას, რომ ნებისმიერ მომენტში მან ეს ბერკეტი აამუშაოს, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება ერთგვარი აღსრულების მექანიზმების ამუშავებით და ეს აღსრულების მექანიზმი შეიძლება იყოს დავით კეზერაშვილის წილის დაყადაღება, ასევე, სხვა ტიპის აღსრულება შეიძლება იყოს მოფიქრებული.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მივა ტელეკომპანია ფორმულამდე იმიტომ, რომ ერთადერთი ქონება, რასაც დღეს დავით კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, ეს არის ტელეკომპანია ფორმულა, შესაბამისად, გზა სხვაგან ვერ წავა.

თქვა გადაცემა კომენტარში ტელეკომპანია ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ფორმულას დამფუძნებლის მორიგი პროცესი 27 თებერვალს გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა