logo
ENG


მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ასე თუ გაგრძელდა, ალბათ რამდენიმე მისვლა დამრჩა და აღარ დამხვდება
  • 1287ნახვები

ასე თუ გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი მასთან, უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება. ნამდვილად ასე იქნება, ადამიანის კილოგრამების რაოდენობა განსაზღვრულია და ყოველდღე თუ დაკარგა 1 კგ რაღაც დროის მერე უნდა გაჩერდეს, თორემ მოკვდება ადამიანი...

ლინჩის წესი ნიშნავს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი...

აქედან მივმართავ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ყველას და ვამბობ, რომ ჩემი აზრით, თუ უცხოეთში არ მიიღებს მკურნალობას, ამ ადამიანის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, აუცილებლად გარდაიცვლება თუ არაფერი არ შეიცვლება. ეს ძალიან ცუდი იქება ყველასთვის... გაიგონეთ ადამიანებო, რომ ეს ადამიანი კვდება და მისი სიკვდილი ჩვენთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ცუდი იქნება, ვიდრე მისთვის თვითონ

განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მთავარი არხის ეთერში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა