logo
ENG


კობახიძე: ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს ის არის ცრუპენტელა
  • 426ნახვები

სტიგმატიზაცია არ მოწონთ, ამბობენ რომ სიტყვა "აგენტი" ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას, ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არა მარტო სიყალბე და სიცრუე და ტყუილია, ეს არის უხეშ ტერმინს გამოვიყენებ - ცრუპენტელობა ჩვეულებრივი. ვინც ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებს ის არის ცრუპენტელა, არა მარტო მატყუარა.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები და ჩამოგყავს საქართველოში ფორდი და გიმტკიცებენ, რომ ეს არის მოსკვიჩი ან ჟიგული - ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა