logo
ENG


ნაცვლიშვილი ოცნებას: თქვენმა შვილებმა რომ მოღალატეები არ დაგარქვან, მაგაზე იღელვეთ
  • 315ნახვები

არც ერთ კითხვაზე არ გაქვთ პასუხი. არ გაქვთ პასუხი, როდის და ვინ შეამოწმა, რომელი ავტორიტეტული მცოდნე მოგყავთ სამართლის, თქვენ თავს და თქვენს თანაგუნდელებს ნუ მიუთითებთ. ყველა საერთაშორისო აქტს რომ ეწინააღმდეგება ეს კანონი, გაეროს, ევროსაბჭოს კონვენციებს, ვისი წევრიც ვართ და ასევე ევროკავშირის სამართალს, საითკენაც მივისწრაფვით, რომელიმე ექსპერტი თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ან ორგანიზაცია, რომელიც ამყარებს თქვენს ბოდვას, რომ თითქოს არ ეწინააღმდეგება. ვისთან გაიარეთ კონსულტაცია? ამ კანონს ვინ უჭერს მხარს, ერთი ვინმე დაასახელეთ, საკუთარი გუნდის გარდა, გარედან, ნეიტრალური ადამიანი. ჩვენ რას დაგიძახებთ, მაგაზე რომ არ ღელავთ, გასაგებია, არც მე ვღელავ. თქვენმა შვილებმა რომ მოღალატეები არ დაგარქვან, მაგაზე იღელვეთ.

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა