logo
ENG


ჯაფარიძე: არ დავუშვებთ, რომ განადგურდეს ევროპული მომავალი, ვიბრძოლებთ ბოლომდე
  • 340ნახვები

ექიმების მხრივ და ზოგადად, სამედიცინო პერსონალის უდიდესი უპრეცენდენტო ერთობა არის, იმიტომ, რომ ჩვენ გუშინ, ჩვენმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ჩვენ ვართ რუსეთი. ჩვენ არ გვყავს პრორუსული ხელისუფლება, ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება და ვხედავთ, რომ დღეს ქართული საზოგადოება არის ორად გაყოფილი. ერთ მხარეს დგას მთელი საქართველო და მეორე მხარეს დგას სრულიად მარტო დარჩენილი რუსული ოცნება. ჩვენ გუშინ ვუყურეთ სადიზმს, გუშინ ვუყურეთ, ქართული ოცნება როგორ მოქმედებდა პუტინის დაკვეთით, როგორ უსწორდებოდა თავის მშვიდობიან მოქალაქეებს, გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ითხოვენ ერთს. ითხოვენ ევროპულ მომავალს, რასაც სამუდამოდ წერტილი დაუსვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ თავიანთ თვალში დაუსვეს წერტილი. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ განადგურდეს ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, ვიბრძოლებთ ბოლომდე.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა