logo
ENG


ნაცვლიშვილი: ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი - ევროპაში
  • 332ნახვები

ჩვენ გვინდა ევროპა. ევროპა არის თავისუფლება. ევროპა არის უსაფრთხოება. ევროპა არის მშვიდობა და ევროპა არის თანასწორობა. ევროკავშირში ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ღარიბს თუ მდიდარს, თუმცა ღარიბი სახელმწიფოები არ არიან, შედარებით მცირე ეკონომიკის მქონეს, მოსახლეობით დიდს, თუ შედარებით მცირეს, ყველას აქვს ერთი თანაბარი ხმა. ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ერთი მოქალაქის ხმაც, ერთი ადამიანის ღირსება, ერთი ადამიანის თავისუფლება იმდენივე ღირდეს ამ ქვეყანაში, რაც ყველასი. ჩვენ გვინდა თანასწორობა. ჩვენ გვინდა თავისუფლება და დავბრუნდებით იქ, სადაც არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ადგილი - ევროპაში. აი, ამ შენობაში [პარლამენტში] მსხდომმა მხდალმა კაცებმა დაგვიპირისპირეს ძალადობა, დაგვიპირისპირეს ტყუილი და დაგვიპირისპირეს მუხთლობა. ჩვენ მათ დავუპირისპირებთ ერთიანობას, დავუპირისპირებთ ღიმილს, არა ძალადობას, მაგრამ პრინციპულობას. დავუპირისპირებთ გონიერებას. ქალებმა ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს არდაღლა. არ დავიღლებით.

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა