logo
ENG


ზურაბიშვილი: მთავრობას აქვს უკანასკნელი შანსი, აჩვენოს, რომ პრორუსულ ძალას არ გამოხატავს
  • 511ნახვები

ხალხი პარლამენტის წინ გამოდის, ისინი მშვიდობიანად გამოდიან. მათ ერთი სურვილი აქვთ, [მთავრობამ] გაიწვიოს კანონი. ამ დღეებში, ვენეციის კომისიაც, სავარაუდოდ, იტყვის, რომ დაუშვებელია მისი მიღება. მთავრობას აქვს უკანასკნელი შანსი, დაუახლოვდეს ხალხს და აჩვენოს, რომ პრორუსულ ძალას არ გამოხატავს.

მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, რაც ახლა ხდება [საქართველოში] და გუშინ, მოსახლეობასთან მიმართვაც მქონდა. ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა თავისი ღირებულებებითა და მოქალაქეებით. მოსახლეობას უფლება აქვს, თქვას, რომ მათ უნდათ ევროპა. მათ უნდათ ევროპა და მე ვაპირებ მხარი დავუჭირო, ყველა ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. მათ შორის ვაპირებ, ვესაუბრო უცხოელ ლიდერებსა და მედიას. ამიტომაც, მადლობელი ვარ, რომ მომეცით შესაძლებლობა, თქვენთან მესაუბრა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა