არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია. ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები, თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი მათ მიმართ, ვისაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს... ცოცხლად დაწვის მცდელობა უნდა გავატაროთ იმიტომ, რომ თურმე ვიღაც ოპონენტს უთქვამს რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო იჩაგრება. არავინ არაფრის გამო არ იჩაგრება ქვეყანაში, მთავარია რას აკეთებ
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით.