ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას. საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რთული გასაგებია, როგორ აწინაურებს ეს საქართველოს ინტერესებს
განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა ამერიკის ხმასთან საუბარში. 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.