logo
ENG


კალაძე: იმედია, წარადგენენ მტკიცებულებებს, ან აღიქმება დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად
კახა კალაძე
07 აპრ, 2023 14:03
კალაძე: იმედია, წარადგენენ მტკიცებულებებს, ან აღიქმება დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად
  • 548ნახვები

დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და ეს გადაწყვეტილება, ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ამერიკას შორის

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.



ასევე ნახეთ
close დახურვა