logo
ENG


ხოშტარია: პრეზიდენტმა არ შეიწყალა გვარამია, ჩაშალა ვიზიტი, ევროპული გზის საბოტაჟია
  • 1008ნახვები

ერთი წლის წინ ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად ნიკა გვარამიას დაჭერით მოახდინა საბოტაჟი ჩვენი ისტორიული შესაძლებლობის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მარტის მოვლენების შემდეგ ვნახეთ დიდი დაინტერესება, რომ ვიპოვოთ გზა და ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს პრეზიდენტმა არ შეიწყალა ნიკა გვარამია და ჩაშალა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ევროპარლამენტში და ამით კიდევ ერთხელ მოხდა საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის, დღეს არ არის წუწუნის დრო, დღეს არის კონსოლიდაციის დრო, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამას შევეგუოთ და ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციასთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, თუ როგორ გამოვასწოროთ მეორედ მიყენებული უდიდესი დარტყმა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის.

თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.



ასევე ნახეთ
close დახურვა