logo
ENG


სამადაშვილი: რუსეთის გადაწყვეტილება არის დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება
  • 626ნახვები

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარად არის დაჯილდოება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებებით, ახლა კი უკვე კონკრეტული ნაბიჯებით იმედია, ყველა საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას, დგამს იმ ნაბიჯებს და ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს ტაშს უკრავენ მოსკოვში. ახლა უკვე აჯილდოებენ რბილი ძალის მეთოდებით საქართველოს რუსეთთან მიბმის კიდევ უფრო აქტიური მცდელობით. პასუხი არის უარი პირდაპირ ფრენებზე და აღდგენა სავიზო რეჟიმის რუსეთთან. ეს არის, რასაც ველოდებით ხელისუფლებისგან და მოვითხოვთ ამას.

განაცხადა პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძალვა მოუხსნა.



ასევე ნახეთ
close დახურვა