logo
ENG


ღარიბაშვილი: ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, თქვენ რატომ არ წყვეტთ რუსეთთან ვაჭრობას?
  • 602ნახვები

როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, რომ აი ამას, თქვენ რომ მეუბნებით მე, რომ შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას, თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას? შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს? კითხვა მაქვს ძალიან მარტივი, როგორც მოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ არ იფრინოთ, ვაჭრობა არ გქონდეთ, ამით დაიწყებენ: ჯერ იტყვიან, რომ არ იფრინოთ, რატომ არ უნდა ვიფრინოთ, ეს ვაჭრობა, ეკონომიკაა, ტურისტები არ გვინდა? მერე გვეტყვიან, ალბათ, რომ ტურისტები არ შემოუშვათ და ასე, აღარ მინდა გავაგრძელო.

მგონი, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება - ეს არის მთავარი მიზანი. ამ გზაზე ჩვენს ხალხს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ, მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით ამ გზას მშვიდად გავივლით და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე.

 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმების შესახებ. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა