logo
ENG


ცუცქირიძე რუსულ ავიაკომპანიებზე: ბორტზე დაჯდომაც სახიფათოა, ნაწილები არ აქვთ, ვერ უცვლიან
  • 939ნახვები

ქართულმა ოცნებამ მოიგონა რაღაც გაუგონარი აბსურდები, იმაზე გათვლით რომ საზოგადოება არის შტერი და ვერ მიხვდება რას ეუბნებიან და თქვეს, რომ არსებობს ომის გლობალური პარტია - რომელიც არის სადღაც, ვინ არის, რა არის, არაფერი უთქვამთ. მას უნდა ომში ჩაგვითრიოს - ანუ ყველა ჩვენი მეგობარი იქ არის და ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე, თურმე არის კარგი ხალხი. ახლა იმათთან უნდა ვიფრინოთ, ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ჩვენ უნდა წავიდეთ, ვაფრინოთ კომპანიები, რომელთა ბორტზე დაჯდომაც კი სახიფათოა, იმიტომ რომ ნაწილებიც კი არ აქვთ და ვერ უცვლიან ეს რუსები ამ თვითმფრინავებს

 

განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

საქართველოში ფრენის ნებართვა უკვე ორმა ავიაკომპანიამ მოითხოვა, ერთ-ერთი სანქცირებული Азимут-ია.

 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა