logo
ENG


ნაცვლიშვილი ოცნებას: თავსებადი არაა, თან ევროპა გინდოდეს, თან პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან
  • 261ნახვები

თან ერთი ხელით აქ ვითომ მუშაობდეთ და თან გამალებით ანტიევროპულ პროპაგანდას აწარმოებდეთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თავსებადი არ არის, თან ევროპა გინდოდეს და თან პირდაპირი მიმოსვლა რუსეთთან და დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.



ასევე ნახეთ
close დახურვა