logo
ENG


მეუფე შიო: საერთაშორისო დონეზე მტკიცდება ნორმები, ახალისებენ სქესობრივ გარყვნილებას
  • 674ნახვები

რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, სქესობრივი გარყვნილებების ყოველგვარ ფორმას, გენდერულ იდეოლოგიას და სამწუხაროდ იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვა ნაწილობრივ აი ამ ყველაფერმა ასახვა...

კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა და ვინც აი ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს გააჩნია მთავარი უფლება, რომ უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე.

განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქადაგებისას. მიტროპოლიტი შიო მუჯირი 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა.

ბოლო პერიოდში მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ გაააქტიურა ანტი-ლგბტ, ჰომოფობიური და ტრანსფობიური პროპაგანდა. მათ შორისაა პრემიერი ღარიბაშვილის გამოსვლა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე, სადაც მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე". ღარიბაშვილის გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა