ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და მსხვერპლად წირავს თავისუფლების მძიმე ბრძოლას. #არარუსულფრენებს
ჩვენ ვხედავთ, თქვენს ძლიერ ნებას, გახდეთ ჩვენი ღირებულებების ნაწილი. საქართველო ევროპაა.
წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი ტეის როიტენი.
დღეს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. გუშინ, რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.