logo
ENG


ბოკუჩავა: ლავროვის ოჯახის წევრებისთვის ცის და რესტორნების გახსნა პირდაპირ ქვეყნის ღალატია
  • 749ნახვები

ოკუპანტისთვის, რომელიც თავს გვესხმოდა და რომელმაც დაიწყო 2008 წლის ომი, რომელმაც განახორციელა ეთნიკური წმენდა, რომელმაც დახოცა მოქალაქეები და დღემდე იტაცებს მათ ოკუპაციის ხაზთან, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინაში და ყოველდღიურად ხოცავს უკრაინელ ბავშვებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი არის სწორედ ლავროვი და მისი ოჯახის წევრებისთვის ცის და რესტორნების გახსნა არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.  

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.

20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოსული იყვნენ ლავროვის შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.



ასევე ნახეთ
close დახურვა