logo
ENG


სახდეპი: შესაძლოა, საქართველოს აეროპორტში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ
მეტიუ მილერი
23 მაი, 2023 01:56
სახდეპი: შესაძლოა, საქართველოს აეროპორტში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ
  • 1106ნახვები

ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აკრძალეს რუსული თვითმფრინავების გადაადგილება მათ საჰაერო სივრცეში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენებით. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. საერთაშორისო თანამეგობრობამ დისტანცირება მოახდინა ამ რეჟიმისგან და ახლა არ არის იმის დრო, რომ რუსეთთან ურთიერთობები გავზარდოთ

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეტიუ მილერმა. 

19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა