რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!
წერს მოძალადე, პუტინისტური და პრორუსული ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებლი კონსტანტინე მორგოშია Facebook-ზე.
გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ამის გამო ხვალ, მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა.