logo
ENG


გონჩარენკო ტრანზიტულ ფრენებზე: როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უნდა სანქციები
  • 523ნახვები

15 ივნისიდან რუსებს თბილისიდან მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკასა და სალონიკში შეეძლებათ გაფრენა. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იწყებს სატრანზიტო ფრენებს რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპისკენ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უნდა, სანქციები დაეკისროთ.

 

ტვიტერზე წერს უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო.

დღეს, 25 მაისს რუსულმა გამოცემა RTVI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს. როგორც გამოცემა ამბობს, ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა