logo
ENG


ლაიენი: ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება
  • 461ნახვები

ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, მიზეზი მარტივია. უკრაინელები გვეუბნებიან, რომ როდესაც საკუთარ მომავალს წარმოიდგენენ, ხედავენ, ქალაქების თავზე როგორ ფრიალებს ევროპული დროშები. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა იქნება ჩვენი კავშირის ნაწილი. უკრაინამ დააჩქარა რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი სისწრაფით. ამ რეფორმებით უკრაინა კერძო ინვესტორებს უგზავნის მკაფიო სიგნალს. გვინდა, რომ დახმარების პროცესში კერძო სექტორი ჩაერთოს, რადგან თქვენი გამოცდილება და ფინანსური ძალაა, რაც უკრაინელებს ოცნების ასრულებაში დაეხმარება.

განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა