logo
ENG


კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე: ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი
  • 701ნახვები

გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია.

ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავარი არხის დამფუძნებლის შეწყალებას.



ასევე ნახეთ
close დახურვა