logo
ENG


ზურაბიშვილი: მინდა, ქალთა კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, ვინც ჭურვების ქვეშ არიან
  • 616ნახვები

ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად.

ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით 2022 წელს შეიქმნა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა