logo
ENG


პაპუაშვილი: უკრაინის მთავრობას ქართველ ხალხზე თავდასხმა საკუთარ პოლიტიკად აქვს არჩეული
  • 520ნახვები

უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა, რომელიც უკვე წლებია მიდის. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს ფაქტობრივად უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიზით ვინც არიან - გია ლორთქიფანიძე არის ერთ-ერთი მთავარი და ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები უკრაინის ხელისუფლებას გადმოეცათ ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველი ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს, დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი. სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს.

 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 19 ივლისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა"უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო". მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ: "თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების მთავრობაა". 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა