logo
ENG


ბუღაძე მწერალთა სახლში დუმბაძის დანიშვნაზე: ოცნებამ შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს
ლაშა ბუღაძე
10 აგვ, 2023 15:08
ბუღაძე მწერალთა სახლში დუმბაძის დანიშვნაზე: ოცნებამ შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს
  • 1794ნახვები

მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში - ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას...

რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!

ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას



ასევე ნახეთ
close დახურვა