logo
ENG


მდინარაძე იმპიჩმენტზე: ორშაბათს უმრავლესობის სხდომაზე 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება
  • 769ნახვები

კარგად გვაქვს ისიც გააზრებული, რომ [იმპიჩმენტის პროცესს] შედეგი უდიდესი ალბათობით ამას არ მოჰყვება იმიტომ, რომ უკვე ვნახეთ რეაქციები ჩვენი ოპონენტების, როგორ გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება პრეზიდენტის მიერ, ადამიანის მიერ, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის მთავარი გარანტი, ამ კონსტიტუციის დარღვევა და ეს რეაქცია არის ჩვენ მიერ იმპიჩმენტზე მსჯელობა და შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. 50 ხელმოწერა ჯერ რა თქმა უნდა, მზად არ არის.ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება და სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მათ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედის - 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.



ასევე ნახეთ
close დახურვა