logo
ENG


მდინარაძე კონფერენციაზე: იმ ნარატივშია, რომელსაც პიარული უმძიმესი ზიანის მოტანა აქვს მიზნად
  • 689ნახვები

კონფერენცია, რომელიც უკვე წლებია იმართება საქართველოში, იმ კამპანიის ნაწილი და ინსტრუმენტი გახდა, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების მიერ დემოკრატიული არჩევნების წესით არჩეული ხელისუფლების პიარულ გარუსებას ისახავს მიზნად.

დღეს ნახეთ ხომ განცხადებები სხვადასხვა წარმომადგენლის, როგორც ქართველების ისე უცხოელების, ვინც ამ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას ? ეს არის რადიკალური პლატფორმა, რომელიც იმ საერთო ნარატივში ზის, რომელსაც პიარული უმძიმესი ზიანის მოტანა აქვს მიზნად ამ ქვეყნისთვის და მისი ხელისუფლებისათვის. არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, ამას ხაზგასმით ვამბობ - ქვეყნისათვის. როდესაც შენ ცდილობ, რომ ქართველ ხალხს უთხრა და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნო, რომ ის, ვისაც ირჩევს ქართული საზოგადოება, თითქოს პრორუსია, ამაზე დიდი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ არ შეიძლება კიდევ რამე იყოს. ოღონდ, ისინი კარგად ითავისებენ ერთ რამეს, რომ გამოსავალიც კი არ არსებობს. ისინი კულისებში ხომ ასე საუბრობენ.

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "პუტინიზმის დამარცხება" გაიმართა, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ესწრებოდნენ. ქართული ოცნება მიწვევის მიუხედავად, კონფერენციაზე არ მისულა.



ასევე ნახეთ
close დახურვა