logo
ENG


იოზვიაკი ბორელის ვიზიტზე: ვფიქრობ, ჩამოვა მოსასმენად, რომ გაიგოს, რა სურს საქართველოს
  • 740ნახვები

მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ის ჩამოვა თბილისში მოსასმენად, იმისათვის, რომ გაიგოს, რა სურს საქართველოს. ის არის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, დასვამს შეკითხვას, ვთქვათ, როგორია საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რუსეთის სანქციებთან მიმართებით. მაგრამ ასევე ისაუბრებს იმაზე, რაც უნდა განხორციელდეს საქართველოში, რაც უნდა გაკეთდეს. მისი ტვიტიდანაც ნახეთ, დეპოლარიზაცია და ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, დეოლიგარქიზაცია, ასევე.

დასვამს შეკითხვებს ყველა ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, ის, ასევე, დაინტერესდება იმით, თუ როგორ იკვეთება ეს ყველაფერი ზურაბიშვილის სიტყვასთან და მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან. იმპიჩმენტის პროცესია დაწყებული, როგორც ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შეეცდება ამ მხრივაც გაარკვიოს საქმე.

აცხადებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ფორმულასთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა