logo
ENG


სააკაშვილი: ღარიბაშვილის განცხადების შინაარსია - "რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ"
  • 698ნახვები

ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: "რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი".

მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს. ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს - რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა.

წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე და ასე ეხმაურება პრემიერმინისტრის მიერ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სხვებმა სტატუსი ავანსად მიიღეს", ხოლო ქართველებს "უსამართლობა" არ უყვართ.



ასევე ნახეთ
close დახურვა