logo
ENG


ხოშტარია სუს-ზე: არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, დღის წესრიგია ფარცხალაძე, FSB-სთან ჩახუტება
  • 1100ნახვები

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ეხლა ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო. თან სტატუსის ამბავი ხო უნდა დააბრალონ მერე ყველას.

მოკლედ საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბსთან ოცნების ჩახუტება.

დროა ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები

  1. სადაა ფარცხალაძე
  2. ვინ მონაწილეობდა ფსბ მართულ საზ აზრის ცვლილების ოპერაციაში
  3. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფარცხალაძის სანქციების შემდეგ
  4. სუსის დანაშაული ფარცხალაძის ხელის დაფარებაში

და ასე შემდეგ. 

ასე ეხმაურება დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა