logo
ENG


სამადაშვილი: უნდა შევქმნათ დიდი წინააღმდეგობის ფრონტი რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ
  • 733ნახვები

ჩვენი პროტესტი არის ძალიან მწვავე იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ბიძინა ივანიშვილს და FSB-ს სხვა ქვეშევრდომებს რუსეთის დავალებით არ გავატანთ.

პარლამენტთან იკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ეროვნულ ბანკთანაც შეიკრიბება ხალხი. ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი წინააღმდეგობის ფრონტი რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს მშვიდობიან პროტესტს. ბრძოლას პარლამენტში და პარლამენტის გარეთ, სანამ არ მივაღწევთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას ქართველი ხალხისთვის და ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას არ გავხდით ამ ქვეყნის საგარეო კურსს კიდევ ერთხელ.

ამბობს ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი. პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა