ყველაფერი დარეგულირდება ღიად, საჯაროდ და საუკეთესოდ ევროპული სტანდარტის, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და არა ისე, რომ ქაოტურად, ვისაც სად უნდა. გვახსოვს ის, რომ ადამიანები სავალ ნაწილებზე გამოშლიდნენ კარვებს, შიგნით არავინ არ იყო და კაცმა არ იცოდა, შიგნით რა ხდებოდა. შესაბამისად, აქ არავინ არავის არაფერს არ უზღუდავს. თუ მაგალითად, შიშზე ვსაუბრობდით და დამერწმუნეთ, რომ არ მგონია, რომ ხაბეიშვილი, ვაშაძე და კიდევ ორჯერ გამრავლებული ამ შოუმენების ვიღაცას ეშინოდეს.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დღეს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შედის.