logo
ENG


ღარიბაშვილი სტატუსზე: მაქვს არგუმენტები, რომლის გაზიარება ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ
  • 1124ნახვები

მე ვესაუბრები ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ ვუხსნი და მაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, რომლის გაზიარება ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მე ვფიქრობ, მოუწევთ. მე მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინდახედულობა. ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო ასე ვთქვათ, დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას ან ევროპას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებულია უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით.

ვფიქრობ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ჩვენ ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩვენი მთავარი არგუმენტია ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით და წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია ჰერცეგოვინას, რომელმაც მიიღო კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ. ჩვენ უსამართლობას, ასეთ მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით და ამაზე ჩვენ გვექნება და გვაქვს პრინციპული საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინები აქვს კანდიდატის სტატუსთა დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა