logo
ENG


ნეთანიაჰუ: ომი ჰამასმა დაიწყო - ჩვენ დავასრულებთ, წინ ხანგრძლივი ბრძოლაა, თუმცა გავიმარჯვებთ
  • 1848ნახვები

ეს ომი ჰამასმა დაიწყო, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ. ჰამასს ჩვენი სიკვდილი სურს, მანდ დაატყვევა ჩვენი ქალები, ბავშვები, ის კლავს ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს. დღეს ჩვენ ისეთი ერთიანები ვართ როგორც არასდროს. ცახალი მთელს რესურსს და ძალას გამოიყენებს, რომ გაანადგუროს ჰამასი. ჩვენ ვუტევთ მთელი ძალით, შურს ვიძიებთ ამ შავი დღისთვის, ისრაელისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველა ადგილი, რომელიც ჰამასს უკავშირდება, იქნება განადგურებული. მივმართავ ღაზის მოსახლეობას, წადით ახლავე! რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან და მთელი ძალით. ამ წუთას ცახალი ისრაელის ტერიტორიაზე ბოლო დასახლებებს ტერორისტებისგან წმენდს. ჩვენ დავდივართ სახლიდან სახლში რომ წესრიგი აღვადგინოთ. თანავუგრძნობ ყველას ვინც ახლობლები ამ არაადამიანური თავდასხმებისას დაკარგა. ვლოცულობთ დაჭრილებისა და ტყვეებისთვის. ჩვენ მოვკლავთ ყველას, ვინც მათ ზიანს მიაყენებს. მივმართავ ისრაელელებს: წინ ხანგრძლივი ბრძოლა გველის, რთული დღეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ.

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა.

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა