logo
ENG


ჩინეთის საგარეო ისრაელზე: შეშფოთებული ვართ, მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე
  • 519ნახვები

ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო. მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ხელი შეუწყოს პალესტიანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას და მოძებნოს გზა, გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. ჩინეთი ამ მიზნით საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას გააგრძელებს.

აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა