logo
ENG


ტრუდო: კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი
ჯასტინ ტრუდო
13 ოქტ, 2023 14:14
ტრუდო: კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი
  • 1112ნახვები

კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით. ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა და ის არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და მათ მისწრაფებას. ის არ წარმოადგენს არც მუსლიმებს და არც არაბებს. ისრაელის მოსახლეობა და პალესტინელი ხალხი იმსახურებს ცხოვრებას მშვიდობიან გარემოში, ღირსებით და უფლებების დაცვით. კანადა გადასცემს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადაუდებელი საჭიროებისთვის ისრაელში და ღაზას სექტორში.

განაცხადა კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა