logo
ENG


ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: ჰამასი ცდილობს, ჩვენი მოწოდებები სიცრუედ გაასაღოს
  • 480ნახვები

ჰამასი ცდილობს, გზები გადაკეტოს და ჩვენი მოწოდებები სიცრუედ გაასაღოს, ვითომ ჩვენ ვტყუით. მათ ცოცხალი საფარი სჭირდებათ. იმედია, მედია დაგვეხმარება და მიაწვდენს ხმას მოქალაქეებს ღაზაში, ავიდნენ და არ დაბრუნდნენ, ვიდრე არ ვეტყვით. ჩვენი მიზანია, ჰამასის სამეთაურო და სამხედრო შესაძლებლობების სრული განადგურება. ამას დრო დასჭირდება. ყურადღებით ვართ სხვა ფრონტებზეც, განსაკუთრებით ჩრდილოეთში. ვხედავთ, რომ ჰეზბოლა ცდილობს, გამოგვიწვიოს.

განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა